|
2020-12-10 12:06:09, 620 ნახვა
პოლიტიკა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება
მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში სხვა სტატუსით გაგრძელდება. „ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად, ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ? რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება. არც იგეგმებოდა ამ ერთ რაუნდში რაიმე ისეთი გარღვევა, რომელიც მნიშვნელობას შეიტანდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები გადაიდო და ალბათ, გაგრძელდება მომავალ კვირაში. თუმცა, გაგრძელდება სულ სხვა სტატუსით, რადგან ხვალ იკრიბება მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც იქნება ერთპარტიული“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)