14:17 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 09:19:42, 1192 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

„თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება  ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და  შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები.

„გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით  5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი  მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics