|
2015-09-28 12:46:21, 837 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 48 მილიონ ლარს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 78 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მილიონ ლარს მიაღწია. „27 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტონა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი - 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 16 ათასი ტ., ყვარელი - 14,4 ათასი ტ., სიღნაღი - 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტ., ახმეტა - 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო - 2,8 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)