|
2020-12-08 14:38:22, 694 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება დღეს უნდა გადაწყვიტოს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროება. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია, თუმცა საზოგადოებას უფლება აქვს ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია. „პრობლემაა და რჩება სერიოზულად, რომელიც დღეს უნდა გადაწყდეს ყველა შემთხვევაში გასაჯაროება ყველა იმ რელევანტური დოკუმენტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია ცნობილია, დეტალებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას უფლება აქვს, ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია. ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ შევიდეს პარლამენტში ბუნებრივია, ამაზე რეაქცია სხვების და საზოგადოების გადასაწყვეტია. მე იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება. დაგვიანდა, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება გაგვიგებს. მედიატორებსაც თავისი პოზიცია აქვთ, ზოგჯერ მცდარი და ზოგჯერ სწორი. გასაჯაროება იმ პოზიციების რაც აქვთ მხარეებს, მოჰფენს ნათელს ყველაფერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)