|
2020-12-08 14:37:09, 526 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება
ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ განიხილავენ. „მე შემიძლია გითხრათ „ევროპული საქართველოს“ სახელით, იმ პირობებში, როცა გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი „ქართული ოცნება“ საუბრობდა რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში ჩვენგან ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად. ამიტომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს რომ ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარი პოზიციის ერთგული დარჩება. არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა ემსახურება მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ემსახურება „ქართული ოცნების“ გამოყვანას იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ხელისუფლებამ თავისი თავი შეიყვანა არჩევნები გაყალბებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)