|
2020-12-07 17:27:20, 509 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მმართველ გუნდს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც ოპოზიციას საკუთარი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად მეტ დროს მისცემს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. „წინასწარ კონკრეტული მოლოდინი ვერ გვექნება რომელიმე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში რვა პარტია იქნება თუ ექვსი, ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მომავალ წელს ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)