|
2020-12-07 11:56:19, 537 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის დისკუსიებიდან ეუთო-ს გარიცხვას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ შესაძლოა მოითხოვოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოხსნა ჟენევის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებიდან. აღნიშნული ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე იტოვებს უფლებას მოითხოვოს ეუთო-ს წარმომადგენლების გარიყვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავაავტორობიდან. თუ ეუთო-ს წარმომადგენლები შეცვლიან თავიანთ უკიდურესად ტენდენციურ დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პრობლემისადმი და აფხაზეთის წარმომადგენლებს ეუთო-ს შესაბამისი კომიტეტების საქმიანობის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას მისცემენ, ეს ღონისძიება საშუალებას მოგცემთ გადახედოთ აფხაზური მხარის მიდგომებს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ', - აღნიშნულია განცხადებაში. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს ჩატარდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)