|
2020-12-07 11:34:24, 546 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი ხელისუფლების მხარესაა
ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, ბურთი ხელისუფლების მხარესაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციაც უნდა იღებდეს მონაწილეობას. „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარის ნომინირება მოხდეს ობიექტური, ნეიტრალური და სანდო წყაროდან. ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)