08:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 16:34:59, 631 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ  და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებმა ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის უსფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია და ერთიან, დემოკრატიულ, თავისუფალ, წარმატებულ საქართველოში ჩვენი მომავალი თაობები ერთად იცხოვრებენ, როგორც ჩვენი ქართველები, საქართველოს მოქალაქენი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. 

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics