|
2020-12-04 13:19:52, 708 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანია - საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ამიტომ სამხედრო უსაფრთხოება წინა ფლანგზეა
რუსეთთან კავშირების გაღრმავება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა, რჩება პირველ ამოცანად, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აფხაზეთს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის არაა გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება. „მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და მიღწეული შედეგი მოწმობს, რომ მსოფლიო არ გამხდარა მეტად ჰუმანური და პირველ ფლანგზე რჩება სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენს შორის არ არის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განვიხილეთ. რუსეთთან კავშირების გაღრმავება, პირველ რიგში სამხედრო კუთხით, ასევე ერთიანი თავდაცვითი ტერიტორიის შექმნა, რჩება პირველ ამოცანად“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)