02:50 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 11:47:28, 661 ნახვა

ეკონომიკა
FAO-ს ფასების ინდექსმა ნოემბრის თვეში, კალათის ყველა პროდუქტზე მოიმატა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ნოემბერში, საგრძნობლად გაიზარდა  და 105.0 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვის ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ითაა მომატებული, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 6.5%-ით.

ნოემბერში, მცენარეულის ზეთზე ფასებმა, რეკორდულად, 14.5%-ით მოიმატა. ფასების ზრდის მიზეზად, მსოფლიოში პალმის ზეთის შემცირებული მარაგები სახელდება. 

ოქტომბრის თვესთან შედარებით, 2.5%-ითაა მომატებული FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც. აღნიშნული მონაცემი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 19,9%-ით აღემატება. ხორბლის ფასის ზრდის მიზეზად, არგენტინაში, მარცვლეულის შემცირებული მოსავალი მოიაზრება. ხორბლის მსგავსად, ფასი გაზრდილია სიმინდზე, მიზეზად კი ჩინეთის მიერ სიმინდის დიდი ოდენობით შესყიდვა და შტატებსა და უკრაინაში ამ მარცვლეულის შემცირებული მოსავალი სახელდება. სიმინდისა და ხორბლის კულტურებისგან განსხვავებით, ბრინჯის- ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა. 

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა 3.3%-ით მოიმატა ნოემბერში. ფასების ზრდის უმთავრეს მიზეზად, მსოფლიოში შაქრის არასაკმარისი მარაგები სახელდება. არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების გამო, ევროკავშირში, რუსეთსა და ტაილანდში შაქრის მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები იყო. 

0.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა, ევროპაში, კარაქსა და ყველზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სეზონისათვის დამახასიათებელმა შემცირებულმა რძის წარმოებამ გამოიწვია.

რძისა რძის პროდუქტების მსგავსად, 0.9%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის ნიშნულს - 13.7%-ით ჩამორჩება. ფასები გაზრდილია, საქონლის, ცხვრისა და ღორის ხორცზე, მაშინ როცა, ფრინველის ხორცზე ფასები შემცირდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics