|
2020-12-03 22:42:56, 993 ნახვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ნატო-ს ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რუსეთი იძულებულია მოახდინოს რეაგირება
შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას და რუსეთი იძულებულია ამაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსი აფართოებს საქმიანობას შავ ზღვაში და იზიდავს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა საქართველოდ და უკრაინა. მანვე დასძინა, რომ ნატო ამ ქვეყნებს „ასწავლის“, წვრთნების საშუალებით აქეზებს ამ ქვეყნებს, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთს. „ნატოს ფლოტები შავი ზღვის მოკავშირეებისა და პარტნიორების პორტებშ, ასევე სადაზვერვო თვითმფრინავების და უპილოტო საჰაერო ხომალდების ფრენები იზრდება რუსეთის საზღვართან. ხდება ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ ტერიტორიაზე შეტევითი შეიარაღების განლაგება, წვრთნების დროს შემუშავებული სცენარების შემუშავება. მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენის დარტყმები, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღის ატრების უფლება“, - აცხადებს მარია ზახაროვა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)