|
2020-12-03 17:27:57, 569 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N12ა კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „აღნიშნული ტერიტორია გაყიდული იყო კერძო მესაკუთრეზე. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და სივრცე დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვცდილობთ, რაიონში რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და საპარკე სკამები განთავსდა. აგრეთვე, გაკეთდა საბავშვო მოედანი, სადაც კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოსაწყობად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 228 159 ლარი გამოყო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)