|
2020-12-03 12:12:04, 593 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას
ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო პროცესი, სადაც დაფიქისრდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, მოსყიდვა და ძალადობა. „დღეს ცესკო შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს, სრულიად სამარცხვინოდ. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის კარუსელები, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც პრაქტიკულად არცერთი სარჩელი, არცერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საუბნო კომისიების, არც ცესკოსა და არც სასამართლოების მიერ და ცესკო დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას და ყველა გზა ამ არჩევნების შედეგების შეცვლის, ფორმალურად იქნება დახუული ცესკოსა და ივანიშვილის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გაფორმდება ის კრიზისი, რომელიც არის დღეს, პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგიც იქნება ერთპარტიული პარლამენტი, თუ ივანიშვილი ამ დარჩენილ დღეებში კონკრეტული წინადადებით, რომელიც ეხება ახალ არჩევნებს, არ წადგება ოპოზიციის წინაშე და ჩვენი მედიატორების წინაშე“, - განაცხადა კაპანაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)