|
2015-09-27 13:46:44, 668 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება
აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდის გამაგრების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამჟამად კი, ე.წ. ფრანგული კედლის მშენებლობამიმდინარეობს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი ერთის მხრივ კონსტრუქციულად მდგრადი იქნება, ხოლო მეორეს მხრივ ვიზუალურად ლამაზი, რადგან მისი ფასადი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთდება. „იქიდანგამომდინარე, რომ დატვირთვა ამ მხარეს მნიშნელოვნად გაიზარდა და მაღალია ავტომქანანების ნაკადი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხიდი გაკეთდა, გარდა რამდენიმე იმ ძველი დეტალისა , რაც ვარგისი იყო და რაც ჩვენ გამოვიყენეთ. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ხიდი აღდგენითი სამუშოები და ვვარაუდობთ, რომ ნოემბრის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ესტაკადის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება განაპირა ბურჯებსა და ესტაკადის ძირითად კონსტრუქციას. გზაგამტარის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივებისთვის მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი და განათების ქსელი. ხიდზე არსებული მოაჯირები, ახალი თუჯის მოაჯირებით შეიცვლება. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. „ჩვენ კაპიტალური რეაბილიტაცია გავუკეთეთ მუხადგვერდში გადასასვლელ პანდუსებს და ხიდს, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ 40 წლის განვალობაში არ უმუშავია. ხიდი საკმაოდ ავარიულ მდგომაორებაში იყო. ჩვენ როგორც ასასვლელი და ჩამოსასვლელი პანდუსები, ასევე ხიდის სავალი ნაწილის ძირითადი კონსტრუქცია გავამაგრეთ და განვაახლეთ. პროექტით დიდი დიღომისა და მუხადგვერდის მიმართულებით საგზაო ნაწილში მეტი თავისულება იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ავთანდილ სუდაძემ. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ზიმო“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 2.188.965 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. „აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა და მას შემდეგრეაბილიტაცია არ ჩატარებია“, – აცხადებენ მერიაში.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)