10:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 11:15:46, 475 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - 2021 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, სოციალური დახმარება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტს წარედგინა 2021 წლის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სახელმწიფო ბიუჯეტი.

მისივე თქმით, 2021 წელს წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი, რომელიც განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ.

ბიუჯეტის ძირითადი მიზნები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის, ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ სავალუტო ფინდთან ერთად. წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics