|
2020-12-01 16:08:55, 1200 ნახვა
პოლიტიკა
შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას საქართველოსა და უკრაინასთან. ხვალ განვიხილავთ - ნატოს გენერალური მდივანი
შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას საქართევლოსთან და უკრაინასთან ოთხშაბათს განვიხილავთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ამასთანავე, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ყირიმის ანექსიას. „ჩვენ მჭიდროთ ვთამაშრომლობთ უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა შელახ ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. რუსეთის ჯარი წარმოდგენილია ტერიტორიაზე, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილად, ასევე, რუსეთმა მოახდინა ყირიმის არალეგალური ანექსია. ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს და უკრაინას. ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოვებას, სულ მცირე ყირიმში მაინც და ამიტომ, ნატო-მ უნდა გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში, სწორედ ამ საკითხზე გვექნება საუბარი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ოთხშაბათს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მანვე დასძინა, რომ შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. „ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს შავი ზღვის რეგიონში ორ ახლო მოკავშირესთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ნატო შავი ზღვის რეგიონში ფართოდ არის წარმოდგენილი, გვყავს საზღვაო წარმომადგენლობა. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ წვრთნები, სადაც მონაწილეობდნენ მოკავშირეთა გემებიც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)