11:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 12:57:02, 726 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ პანდემიით დაზარალებულ კომპანიებს 10 მილიარდით მეტი გადაუხადა, ვიდრე ისინი მუშაობის შემთხვევაში მიიღებდნენ

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის და ლოქდაუნის დროს გაჩერებული კომპანიების კომპენსაციამათ პოტენციულ შემოსავალს აჭარბებს.  - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი იუწყება.

ინსტიტუტის ცნობით, კომპანიების დასახმარებლად გამოყოფილი 30 მილიარდი ევრო მათ პოტენციურ მოგებაზე ერთი მესამედით ზედმეტია.

გერმანიის ხელისუფლებამ პანდემიის დროს, დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერისთვის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში, 10 მილიარდით უფრო მეტი გამოყო, ვიდრე ეს კომპანიები მუშაობის შემთხვევაში, მიღებდნენ. გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტები თვლიან, რომ სარესტორნო, სასტუმრო და ღონისძიებების ორგანიზების ბიზნესმა ჭარბი დახმარება მიიღო, რადგან მათი დანახარჯი მნიშვნელოვნად  შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბრიდან გერმანიაში მსუბუქი კარანტინი მოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics