|
2020-11-26 16:00:49, 557 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, თუმცა ბიუჯეტიდან თანხა გვეკუთვნის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის. როგორც ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის და აღნიშნული, არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობასთანას უკავშირდება. „არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე. შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა პარლამენტში შესვლის გამო, შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, კი ბატონო, მათთან არის ბურთი და მოედანი, მიიღონ ასეთი კანონი, თუ აწყობთ, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს ვითარებას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)