|
2020-11-25 13:42:40, 695 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ამ ბრძოლაში დამარცხდება „ქართული ოცნება“, რადგან საქართველო ტოტალიტარიზმს ვერ აიტანს
ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. „ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს. ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება“, - განაცხადა კაპანაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)