|
2020-11-24 17:05:55, 574 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა სირაძე ტერი სკაიფს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ - ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტემა და მისი ინტეგრირება სამინისტროს ერთიან ანალიტიკურ ქსელში: დანაშაულზე პირველადი რეაგირება და პატრულის ფუნქცია ამ პროცესში; საპატრულო პოლიციის როლი და დანიშნულება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროცესში და სხვ. შეხვედრის დასასრულს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)