|
2015-09-25 14:04:58, 820 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ჯგუფმა“ სტიქიით დაზარალებულ ტანვარჯიშის ფედერაციას, 500 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოუყო
„ვითიბი ჯგუფმა“ საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციას 500 ათასი აშშ დოლარის დაფინანსება გამოუყო. 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის შედეგად ფედერაციის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო სპორტული ინვენტარი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისის „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ აღნიშნა, ბანკისთვის მნიშვნელოვანია ტანვარჯიშის ფედერაციის და ქართული სპორტის მხარდაჭერა. „ვითიბი ბანკი“ 2012 წლიდან არის საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორი. 13 ივნისის სტიქიის შედეგად, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. სამწუხაროდ, თბილისის წყალდიდობამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მნიშვნელოვნად დააზარალა დედაქალაქის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. მიუხედავად ამისა, რომ ამ ტრაგიკული თარიღიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. სწორედ ამიტომ, დღეს ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, „ვითიბი ჯგუფმა“ ჯამში 1,433 000 ლარი გამოყო. დარწმუნებული ვარ, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციისთვის გამოყოფილი თანხა სპორტსმენების მომავალ განვითარებაზე და წარმატებაზე აისახება“,-განაცხადა არჩილ კონცელიძემ. ცნობისთვის, „ვითიბი ბანკის“ მიერ გამოყოფილი თანხა მოხმარდება დაზიანებული შენობის აღდგენას და ახალი სპორტული ინვენტარის შეძენას. გამოყოფილი დაფინანსების შედეგად, 500-მდე სპორტსმენი და მოზარდი გაუმჯობესებულ პირობებში საერთაშორისო სტანდარტის სპორტული აღჭურვილობით ივარჯიშებენ. ახლად გარემონტებული ფედერაციის შენობის გახსნა 2016 წლის დასაწყისშია დაგეგმილი.
(R)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)