|
2015-09-25 12:41:18, 701 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურმა კონფერენცია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა" გახსნა
ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, კონფერენცია თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“ გამართა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. დისკუსია შეეხო ეროვნული რისკების შეფასებასა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების როლს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვაში. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. „მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით, ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ებრძვის ფულის გათეთრებას და ამ მექანიზმებით ტერორიზმის დაფინანსებას. ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ პროცესში. საქართველოს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს დელეგაციები არიან ჩამოსულები და ჩვენთან ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბროლას ეხება. ჩვენთან ერთად ჩვენი კოლეგები არიან სხვადასხვა უწყებიდან. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესს გარკვეულ კოორდინაციას უწევს და ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს და ჩვენ, ასე ვთქვათ, თეთრი ფულით შევძლებთ საინტერესო ინვესტიციების განხორციელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. კონფერენციაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს ევროპის საბჭოს, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. პროექტი ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ხორციელდება და წარმოადგენს იმ ხუთი პროექტიდან ერთ-ერთს, რომლებიც შეეხება რეგიონში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს, უნარებისა და საქმიანობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროექტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)