|
2020-11-20 15:39:46, 582 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურის დღეს დაგეგმილი აქციები გააუქმა
ოპოზიციურმა პარტიებმა 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ხვალ ეძლევა ერთი დღე, რომ საბჭოთა კავშირში იცხოვროს. „ივანიშვილმა ნახოს როგორ ირჩევდნენ საქართველოში ერთპარტიულ პარლამენტს და ერთპარტიულ ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდში. საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია გამართოს. ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს. შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს , რომ რაღაც ფორმით გააპროტესტოს, მაგრამ მასშტაბური აქციები, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში, ყველაფერი გავაუქმეთ. ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურებს, პოლიტიკურ დატვირთავს ვაძლევთ. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის, რაც ხვალ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს არის სრული ფარსი. არ მივცემთ ზედმეტ დატვირთვას მეორე ტურებს და შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)