|
2020-11-20 15:09:24, 700 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით“ მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას
საქართველო, როგორც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, პირველად უხელმძღვანელებს „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით" მომუშავე საერთაშორისო კონფერენციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ." „მრავალმხრივი კონვენციის (MLI)" კონფერენციის თავმჯდომარედ, ერთხმად აირჩიეს საქართველოს წარმომადგენელი - ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელი მარი ხურციძე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმღვანელებს 3 წლის ვადით. მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის" (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 94 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)