|
2020-11-19 23:36:14, 439 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დათმობს გამარჯვებას, რომელიც მილიონობით ადამიანის პოზიციაა „ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული - როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ, ბუნებრივია, ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, აქ ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ - გამარჯვება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომლებიც გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებში და რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას და მის მიერ აღებულ კურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის პოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)