03:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 15:17:00, 566 ნახვა

საზოგადოება
თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ახორცილებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს.

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, გარდენ-ჰოლის სივრცეში (ეზოს მხრიდან), თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა  გაიმართება. 

შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.

აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური  ყველა დაინტერესებულ პირს  საჯარო კონსულტაციაზე იწვევს. შეკრების მიზანია, მოქალაქეებმა ხელისუფლების ორგანოებისგან სრული ინფორმაცია მიიღონ. ასევე, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, პირადი პოზიცია დააფიქსირონ და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ.

ადგილზე კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ, ყველა რეგულაცია იქნება დაცული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics