|
2020-11-19 12:54:20, 555 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - იმედი მაქვს, ოპოზიცია მოუხმობს კეთილგონიერებას და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანს
იმედი მაქვს, ოპოზიცია მოუხმობს კეთილგონიერებას და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით მათი ულტრარადიკალური ნაწილი, ჩარჩენილია წარსულში. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და გადაიტანენ თავის პროცესს და პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში, რაც ერთადერთი აპრობირებული ცივილიზებული გზაა. მოგვიწოდებენ ყველას და პირველ რიგში მათ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, იცით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომელიც ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები და ა.შ გადაიტანოს საპარლამენტო ფორმატში, მათ საინტერესო მეტაფორაც კი გამოიყენეს, რომ ეს ბოიკოტი გავს უკვე ერთხელ ნანახი ფილმის ხელახალ ყურებას, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერი ჩვენი ოპოზიციონერი, განსაკუთრებით ულტრარადიკალური ნაწილი ჩარჩენილია წარსულში, საზოგადოებრივი დაკვეთა კი სხვაა. ეს არის ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, საპარლამენტო გზა და არა ქუჩა, ამიტომაც ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნების დღეს საარჩევო უბანზე და არ გავიდა ქუჩაში. რაც უფრო მალე შეიტყობენ რა არის მათი ამომრჩევლის დაკვეთა, მით უფრო მეტად ადეკვატურები იქნებიან ისინი და დარჩებიან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)