04:24 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 12:33:31, 687 ნახვა

საზოგადოება
გაიხსნება თუ არა სამთო-სათხილამურო კურორტები - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამდენად სრულფასოვნად ამუშავდება წელს სამთო-სათხილამურო კურორტები.

როგორც ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე აღნიშნა, როგორც ზამთრის, ასევე საზაფხულო კურორტები დიდი მობილობის გენერატორია და ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანში არსებულ ეპიდვითარებაზე.

„ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ „ლოქდაუნს“ ქვეყანაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია და ვმართოთ ეპიდემიის გამოვლინებები და ამავდროულად, ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ.

ჩვენთვის პრიორიტეტია, რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, იმედი მაქვს ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგების რჩევები,

ზამთრის კურორიტი, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია, რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ პირობებში, რომ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა ეს კითხვა დგას და ინფორმაციას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics