07:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 11:35:15, 568 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების მეორე ტური იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა პროცესები სწრაფად დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში

არჩევნების მეორე ტური იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა პროცესები სწრაფად დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანება იაზრებს თავიანთ  პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველი ამომრჩევლის მოლოდინებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში, ერთობლივად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებს და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი, იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზი, რეგიონალური გამოწვევები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics