|
2020-11-19 11:16:52, 487 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების საკითხს. „მოგეხსენებათ გუშინ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც იყო განხილული გახლავთ: ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან შორის. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს ხალხისა და მთავრობის სახელით საქართველოს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი, საბოლოო ჯამში ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა. ფასეულობებზე, რომელიც გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური ბურთის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)