06:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 23:58:03, 757 ნახვა

კომენტარი
აშშ-ში საქართველოს ელჩი - დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა აშშ-სთან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

„დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა აშშ-თან ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხდაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განხილვის თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკითხების გაძლიერება იყო.

“თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გასნით სიტყვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უფრო მეტი და აქტიური მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოში.

ჩვენ განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის პროგრამას.

რასაკვირველია, მე ახლა კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, -  განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics