|
2020-11-18 15:30:20, 501 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ
„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ძლიერია მიხეილ სააკაშვილის გავლენა ოპოზიციაზე. „ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლინება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას და ამ ოპტიმიზმის მყარი საფუძველიც გვაქვს. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის საჯაროდ დგინდება, რომ გარკვეული მზაობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული პროცესები ოპოზიციის შიგნით. დღეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. სააკაშვილს აქვს ორი ძლიერი რესურსი - ხალხისგან მოპარული ფული და მედია რესურსი, რომელიც ამავე ფულს უკავშირდება. ამით ახერხებს ის ოპოზიციაზე კონტროლის შენარჩუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)