|
2020-11-18 12:18:33, 577 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ოპოზიციას აქვს ორი მთავარი გზავნილი, მადლობა აშშ-ს და დემოკრატია საფრთხეშია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აქვს ორი მიზანი, ერთი, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია. მისივე თქმით, საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას არავინ არავის მისცემს. „ამ აქციის ორი მთავარი გზავნილი არის. ერთი ის რომ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სამ მილიარდ-ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტიდან, რომ არაფერი ვთქვათ იმ საერთაშორისო ორგანიზაიებიდან 30 წლის განმავლობაში მიღებულ დახმარებაზე, რაშიც ამერიკას წამყვანი როლი უჭირავს. მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება და ბოლო ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები და ამ დემოკრატიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამთაბროვო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, იმ ერთს დღეს გასაგებად ვუხთრათ, რომ არავინ არ მისცემს საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)