|
2020-11-18 11:48:48, 562 ნახვა
პოლიტიკა
რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა - რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას მართავენ. „გაყალბებულია“ - ამ შინაარსის პლაკატებით დემონსტრანტები უკვე შეიკრიბნენ რუსთაველზე და 13:00 საქართველოს პარლამენტთან დაასრულებენ აქციას. მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა დისტანციის დაცვით შექმნეს ე.წ ცოცხალ ჯაჭვს, რომლითაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია, რომ საერთაშორისო მედიამ შეიტყოს 31 ოქტომბერს, საქართველოში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის", " შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ" შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ის ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო ქვეყანას დღესვე დატოვებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)