|
2020-11-18 11:34:01, 497 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - მთელ მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ
მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დღევანდელი მდუმარე აქციით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს თავისუფლების მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხდის. „2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ადამიანები, ვინც თვლიან, რომ არჩევნები არის გაყალბებული და რომ საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, გამოვლენ, დადგებიან აქ სიმბოლურ სტიკერზე და გააპროტესტებენ. მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს. რამდენიმე გზავნილია. ერთი არის, რომ შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ და მეორე - მადლობა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის. აი ეს ორი გზავნილია ძირითადი, რასაც დღეს აქცია მოიცავს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)