05:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:07:36, 685 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა - ოპოზიცია 11:00 საათზე მდუმარე აქციას დაიწყებს

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად შეიკრიბნენ და მდუმარე აქციას მართავენ.

„გაყალბებულია“ - ამ შინაარსის პლაკატებით აქცია 11:00 საათზე დაიწყება და 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დასრულდება.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დისტანციის დაცვით შექმნიან ე.წ ცოცხალ ჯაჭვს, რომლითაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი სურვილია, რომ საერთაშორისო მედიამ შეიტყოს 31 ოქტომბერს, საქართველოში გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის", " შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ"

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამ წუთებში, ის ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ასევე, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო ქვეყანას დღესვე დატოვებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics