|
2020-11-17 13:15:16, 474 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ოპოზიციის აქციაზე - ეს არის შესაძლებლობა, დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს
ეს არის ოპოზიციის შესაძლებლობა, დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ არ ვიღებთ სამარცხვინო ოლიგარქის თამაშის წესებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მაიკ პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია. „სახელმწიფო მდივანი პომპეო საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ. ეს ოპოზიციის შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო მედიისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, არმარტო სახელმწიფო მდივნისთვის ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგარქია ან თუნდაც მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა“, - განაცხადა ბოკერიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)