05:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 22:58:46, 480 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი - ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ე.წ მეორე ტურში მონაწილეობას

მცხეთა - თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "გაერთიანებული ოპოზიციიდან" ცეზარ ჩოჩელი, აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

"ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის. ესეც არის მორიგი ტყუილი!
მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს  ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ არჩევნებს"  - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

მე-11 მაჟორიტარულ ოლქში [მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში] „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ხმების 50.22% მიიღო და ამ დრომდე გამარჯვება პირველივე ტურში მოპოვებული ჰქონდა. მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი „ენმ – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს დაუპირისპირდებოდა, რომელსაც, ცესკოს მიხედვით, პირველ ტურში ხმების 33.37% ჰქონდა მიღებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics