|
2020-11-14 17:53:28, 654 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე უარი თქვა
როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე, ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო, თუმცა ოპოზიცია ამაზე მაინც საუბრობს. „რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები ამ ეტაპზე საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმოამდგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო ჩანაწერის ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციების ე.წ. კარუსელებს. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული გამოგონილი, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)