|
2020-11-14 15:52:17, 687 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, მმართველ გუნდს რომ არჩევნები არ გაეყალბებინა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე არ წავიდოდა
„ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ, რომ არჩევნები არ გააყალბეს, ისინი არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა, ეს ერთი ხმა კი ნაგვის ურნაში გადააგდეს. „შევიკრიბეთ უდიდესი გამოწვევების წინაში იქ, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი, ხალხის ბედი და ასე იქნება ახლა, უკვე თანამედროვე ქათველებისა და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა, ეს ერთი ხმა ბევრს წაგვართვეს, ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკობს, ეს ერთი ხმა კი წაგვართვეს, მაგრამ ეს ერთი ხმა ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე იქ, სადაც დაიძერწა, გამოიჭედა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რამდენიც არ უნდა დაგვშალონ, კვლავ შევიკრიბებით უფრო ბევრნი, რამდენჯერაც არ უნდა ეცადო შეშიენება, უფრო გაძლიერებულები გამოვდივართ, ჩვენ არ ვყალიბდებით, ფურცელზე ყალბდება მხოლოდ და ხალხი არ ყალბდება. ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ, ისინი, რომ არჩევნები არ გააყალბეს ისინი არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, მაგრამ პროცესს გააჩნია რამდენი ხანი გრძელდება. უახლოეს პერიოდში დავრწმუნდებით რაზე წამომსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები“, - განაცხადა მელიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)