|
2020-11-14 11:48:51, 541 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის
„თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველო დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალიანსა და პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. მზად ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებაში დავეხმაროთ. 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ამ პროცესში საქართველოს ხალხი აქტიურად მონაწილეობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შემოჭრას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დაბოლოს, სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობის შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესახებ“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)