|
2020-11-14 09:36:22, 582 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე -ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებისთვის ემზადებიან
ოპოზიციური ის პარტიები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე მეორე ტურისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუთავი2“-ის ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს, ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება არის. „ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა გარკვეული სარეკლამო მასალების განახლება და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური და მნიშვნელოვანი გარემოება. მე არ მინდა, რომ გუშინდელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე კონკრეტიკა შემოვიტანო, ვინაიდან ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა. მე ვფიქრობ, ამ საზოგადოებას არ სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც თავისი პირობის დაცვა არ შეუძლია და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. გამართული პოლიტიკური დიალოგისას განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)