|
2020-11-12 18:36:27, 522 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების მომდევნო რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსულტაციების მომდევნო რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრაზე რაიმე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ნიშნები. „პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ვიტყოდი რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. დიდი იმედი მაქვს რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისათვის რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით. მნიშვენელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი რაუნდი შედგება პოლიტიკური კონსულტაციების უახლოეს დღეებში, რაც შეეხება იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია. გვსურს მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ყველა პასუხს სცემს. პირველ შეხვედრაზე არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია. შემიძლია ვთქვა, რომ დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას. შესაბამისად, ამ შეხვედრას შევაფასებდი პოზიტიურად, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)