|
2020-11-11 16:44:46, 513 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“-დან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა
გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს. საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, ქართული ხილის, ექსპორტის პროცედურები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მარტივად ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა პროდუქციაზე 7804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1 -ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)