|
2020-11-11 13:19:39, 965 ნახვა
პოლიტიკა
Flyradar: საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა
საქართველომ რუსული სახმედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა, - ამის შესახებ რუსული სააგენტო „სოვა“ „Flightradar24”-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. როგორც აღნიშნული მონაცემებით იკრვევა, ფრენები მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ფარგლებში განხორციელდა. ამასთანავე „სოვა“ იუწყება, რომ 10 და 11 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაადგილოდებოდა რუსული მძიმე ტრანსპორტი, რომელიც რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაემართა, შემდეგ კი, უკან სომხეთში დაბრუნდა. ფოტომასალის მიხედვით, თვითმფრინავი ერთ შემთხვევაში მოზდოკიდან გაფრინდა, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო ბაზა მდებარეობს. მეორე შემთხევვაში კი, ულიანოვსკიდან, სადაც 235-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკი მოქმედებს ვოსტოჩნის აეროპორტის ბაზაზე. როგორც ცნობილია, ულიანოვსკიდან სამშვიდობოებს ყარაბაღში აგზავნიან. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მხიედვითაც მხოლოდ 10 ნოემბერს, მინიმუმ ექვსი თვითმფრინავი ჩავიდა აღნიშნულ ბაზაზე, სადაც სამშვიდობოები იმყოფებოდნენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)