02:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 11:17:10, 427 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძემ იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ  იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.იაპონიის ელჩმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. დასასრულს, მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა .

 „მოხარული ვარ, რომ იაპონიასა და საქართველოს ჯანდაცვის მიმართულებით საერთო ხედვა გვაქვს. ჩვენ პანდემიის შუაგულში და ვაქცინის მოლოდინში ვართ. უახლოეს მომავალს ბევრად უფრო პოზიტიურ ჭრილში ვხედავ. ვაქცინის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობების გაზიარება. სწორედ ამიტომ იაპონიამ წამოიწყო უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდება. ამ იდეას ჯანდაცვის მინისტრმა მხარი ერთულოვნად დაუჭირა, რაც ძალზე სასიხარულოა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართვეოში, ტადაჰარუ უეჰარამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics