14:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 17:52:07, 792 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძის განმარტება სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან

სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიცია არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ სიყალბეში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი პარლამენტს უწოდებს.

„ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. იმ საზოგადოების, რომელმაც ხმა მისცა და გაუყალბეს არჩევნები. პოლიტიკური ოპოზიცია არ უნდა შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ სიყალბეში, რასაც ივანიშვილის რეჟიმი გვაჩეჩებს როგორც პარლამენტს. ამიტომ, ეს ჩვეულებრივია. ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ. მოგვიანებით კი საკუთარ განცხადება დამატებით განმარტა და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics