08:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 15:03:52, 1387 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ მოხდა ყარაბაღის ზავის ხელმოწერა.

ფაშინიანი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა არმიამ თავად ითხოვა.

„ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც სამხედროებმა დაჟინებით მოითხოვეს ამ ნაბიჯის გადადგმა. იყო რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი გახდა.

ეს იყო ძალიან რთული და მძიმე გადაწყვეტილება. ვიყავით ისეთ სიტუაციაში, რომ ალტერნატივა აღარ იყო“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას გულისხმობს. გადაწყვეტილება სომხეთში გააპროტესტეს. მოქალაქეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყევეტის შესახებ ინფორმაცია მედიისგან გაიგო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics