|
2020-11-10 04:15:53, 683 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ომი შეწყვიტეს- დოკუმენტი ძალაში შევიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობას მიმართა. „ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის, ასევე რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. „ძვირფასო თანამემამულეებო, დებო და ძმებო. პირადად მივიღე ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. 01:00 საათზე ხელი მოვაწერე მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად მივიღე, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში. ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში. ამის შესახებ განცხადებას მომდევნო დღეს გავაკეთებ. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ არსებობს დამარცხება, სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ. საკუთარ თავს ვერასოდეს შევიცნობთ და ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ნაციონალური ერთიანობის, აღორძინების ერა. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებლობის წლები გავაანალიზოთ, რათა მომავალი დავგეგმოთ და წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ. მუხლს ვიყრი ჩვენი თითოეული მსხვერპლის წინაშე. ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების, გენერლებისა და მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ თავის სამშობლოს. მათ თავიანთი პიროვნებებით გადაარჩინეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღი, ჩვენ ბოლომდე ვიბროძლებთ და გავიმარჯვებთ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)